წესები და პირობები

ბოლო განახლება: 22 ივლისი, 2026

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები („წესები“) არეგულირებს შპს „საიდქიქ ეიაი“-ის („Sidekick“, „კომპანია“, „ჩვენ“) მიერ შეთავაზებული Sidekick პლატფორმისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამოყენებას.

Sidekick-ის ვებგვერდზე ანგარიშის შექმნით, რეგისტრაციით ან მომსახურებით სარგებლობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, გაიგო და ეთანხმება წინამდებარე წესებს.

თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ Sidekick.ge.

2. მომსახურების აღწერა

Sidekick არის ბიზნესებისთვის განკუთვნილი ვებ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მართონ ბიზნესთან დაკავშირებული პროცესები, მათ შორის:

  • მომხმარებლებთან და კლიენტებთან მიმოწერა;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხიდან მიღებული შეტყობინებები;
  • ლიდები და მომხმარებელთა ჩანაწერები;
  • პროდუქცია და მომსახურებები;
  • შეკვეთები;
  • ავტომატური და AI-ზე დაფუძნებული პასუხები;
  • სტატისტიკა და ანალიტიკა;
  • სხვა დაკავშირებული ბიზნეს-პროცესები.

Sidekick შეიძლება ინტეგრირებული იყოს მესამე მხარის პლატფორმებთან და სერვისებთან, მათ შორის Meta-ს პროდუქტებთან, როგორიცაა Facebook, Instagram და WhatsApp.

ცალკეული ფუნქციები შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს, შეიცვალოს ან გაუქმდეს.

კონკრეტული ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება დამოკიდებული იყოს მომხმარებლის მიერ არჩეულ პაკეტზე, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და მესამე მხარის პლატფორმების მიერ დაწესებულ პირობებზე.

3. მესამე მხარის პლატფორმებთან ინტეგრაცია

Sidekick მომხმარებელს შეიძლება აძლევდეს შესაძლებლობას, დაუკავშიროს საკუთარი ბიზნეს-ანგარიშები მესამე მხარის პლატფორმებს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს.

ასეთი ინტეგრაციის შემთხვევაში, Sidekick იღებს და ამუშავებს მხოლოდ იმ ინფორმაციასა და წვდომის უფლებებს, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ფუნქციების უზრუნველსაყოფად და რომელთა გაზიარებაც ნებადართულია შესაბამისი მესამე მხარის პლატფორმის მიერ.

მესამე მხარის პლატფორმების გამოყენება ასევე ექვემდებარება შესაბამისი პლატფორმების წესებს, პოლიტიკებსა და ტექნიკურ შეზღუდვებს.

Sidekick არ აკონტროლებს მესამე მხარის პლატფორმების მუშაობას და არ არის პასუხისმგებელი მათი მომსახურების შეფერხებაზე, API-ის ცვლილებებზე, ანგარიშების შეზღუდვაზე ან მესამე მხარის მიერ კონკრეტული ფუნქციის შეცვლაზე ან გაუქმებაზე.

4. ანგარიში და რეგისტრაცია

რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი, სრული და აქტუალური ინფორმაცია.

მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის, პაროლისა და ავტორიზაციის სხვა მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Sidekick-ს ანგარიშზე შესაძლო არაავტორიზებული წვდომის ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.

ერთი ბიზნეს-ანგარიშის ფარგლებში შესაძლებელია გუნდის რამდენიმე წევრის დამატება და მათთვის სხვადასხვა როლისა და წვდომის უფლების მინიჭება.

ბიზნეს-ანგარიშის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია მის მიერ მოწვეული მომხმარებლებისთვის შესაბამისი წვდომის უფლებების მინიჭებასა და მართვაზე.

5. პაკეტები, საცდელი პერიოდი და გადახდა

Sidekick-ის მომსახურება შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ფასიანი ან უფასო პაკეტის ფარგლებში. მოქმედი პაკეტები, მათი შესაძლებლობები და ფასები გამოქვეყნებულია Sidekick-ის ვებგვერდზე.

თუ კონკრეტული შეთავაზებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ახალ მომხმარებელს შეიძლება მიეცეს საცდელი პერიოდი ბარათის დამატების ან წინასწარი გადახდის გარეშე.

Sidekick უფლებამოსილია მომავალში შეცვალოს პაკეტები და მათი ფასები. ფასის ცვლილება არ შეეხება უკვე გადახდილ პერიოდს. არსებითი ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება გონივრული ვადით ადრე.

გადახდის, ავტომატური განახლების, ინვოისირების და თანხის დაბრუნების კონკრეტული პირობები, საჭიროების შემთხვევაში, გამოქვეყნდება შესაბამის პაკეტთან ან გადახდის გვერდზე.

6. მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია Sidekick გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობისა და მესამე მხარის პლატფორმების შესაბამისი წესების დაცვით.

Sidekick-ის გამოყენება აკრძალულია:

  • უკანონო საქმიანობისთვის;
  • სპამის ან არასასურველი კომუნიკაციის მასობრივი გავრცელებისთვის;
  • მესამე პირთა პერსონალური მონაცემების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავებისთვის;
  • თაღლითური, შეცდომაში შემყვანი, მავნე ან უკანონო შინაარსის გავრცელებისთვის;
  • სხვის ანგარიშზე ან მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომისთვის;
  • პლატფორმის უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობისთვის;
  • Sidekick-ის ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების, შეფერხების ან მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით;
  • მომსახურების გადაყიდვისთვის ან მესამე პირისთვის გადაცემისთვის Sidekick-ის წინასწარი თანხმობის გარეშე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია Sidekick-ის მეშვეობით მის მიერ განხორციელებულ კომუნიკაციაზე, გავრცელებულ ან დამუშავებულ შინაარსსა და პლატფორმის გამოყენების კანონიერებაზე.

7. მომხმარებლის კონტენტი და მონაცემები

მომხმარებლის მიერ Sidekick-ში დამატებული ან დაკავშირებული ბიზნეს-მონაცემები, მათ შორის პროდუქცია, კლიენტების ჩანაწერები, შეკვეთები და მიმოწერის შინაარსი, რჩება მომხმარებლის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის საკუთრებაში. Sidekick არ იძენს მომხმარებლის კონტენტზე საკუთრების უფლებას.

მომხმარებელი Sidekick-ს ანიჭებს მხოლოდ იმ შეზღუდულ უფლებას, რომელიც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისა და მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებისთვის.

მომხმარებელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ Sidekick-ში მის მიერ შეტანილი, ატვირთული ან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, შენახვისა და დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია Sidekick-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

8. Facebook და Instagram მონაცემები

თუ მომხმარებელი Sidekick-ს დაუკავშირებს Facebook-ის ან Instagram-ის ანგარიშს, Sidekick-მა შესაბამისი API-ების საშუალებით შეიძლება მიიღოს და დაამუშაოს მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ გააქტიურებული ფუნქციების მუშაობისთვის.

მომხმარებლის მიერ მინიჭებული ნებართვებისა და შესაბამისი პლატფორმის მიერ ხელმისაწვდომი მონაცემების ფარგლებში, ასეთი მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:

  • დაკავშირებული ბიზნეს-ანგარიშის იდენტიფიკატორებს;
  • გვერდის ან პროფესიული ანგარიშის შესახებ ძირითად ინფორმაციას;
  • მომხმარებლების მიერ ბიზნესისთვის გამოგზავნილ შეტყობინებებსა და მიმოწერის შინაარსს;
  • შეტყობინებებთან დაკავშირებულ ტექნიკურ მეტამონაცემებს;
  • ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შეტყობინებების მისაღებად, მათზე პასუხის გასაცემად და მიმოწერის სამართავად.

Sidekick აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მიწოდების, შესაბამისი ფუნქციების უზრუნველყოფის, პლატფორმის უსაფრთხოების დაცვისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

Meta-ს პლატფორმებიდან მიღებული მონაცემების გამოყენება და დამუშავება ხორციელდება Meta-ს მოქმედი Platform Terms-ისა და შესაბამისი Developer Policies-ის მოთხოვნების შესაბამისად.

Sidekick არ ყიდის Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით მიღებულ პერსონალურ მონაცემებს.

9. AI და ავტომატური პასუხები

Sidekick-ის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება იყენებდეს ხელოვნურ ინტელექტს (AI) პასუხების გენერირების, ინფორმაციის კლასიფიკაციისა და ანალიზის, ასევე სხვა ავტომატიზებული მოქმედებების შესასრულებლად.

AI-ის მიერ გენერირებული პასუხები ან სხვა შედეგები შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს, უზუსტობებს ან არასრულ ინფორმაციას.

მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ბიზნესისთვის AI ფუნქციების შესაბამის კონფიგურაციაზე და, საჭიროების შემთხვევაში, AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაციის გადამოწმებაზე მის გამოყენებამდე ან მომხმარებლისთვის მიწოდებამდე.

Sidekick არ იძლევა გარანტიას, რომ AI-ის მიერ გენერირებული თითოეული პასუხი ან შედეგი იქნება სრულად ზუსტი, სრული ან კონკრეტული მიზნისთვის შესაფერისი.

10. მონაცემთა უსაფრთხოება

Sidekick იყენებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს მომხმარებლის მონაცემების არაავტორიზებული წვდომის, დაკარგვის, შეცვლის, გამჟღავნების ან არასათანადო გამოყენების რისკის შესამცირებლად.

მიუხედავად აღნიშნული ზომებისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემისა და ელექტრონული შენახვის არცერთი მეთოდი არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას. შესაბამისად, Sidekick ვერ იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას.

მომხმარებელი ასევე პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის, პაროლისა და ავტორიზაციის სხვა მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვაზე და ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Sidekick-ს შესაძლო არაავტორიზებული წვდომის ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.

11. ანგარიშის გათიშვა და მონაცემების წაშლა

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Sidekick-ის გამოყენება ან გათიშოს დაკავშირებული მესამე მხარის ანგარიში.

Facebook-ის ან Instagram-ის ინტეგრაციის გათიშვის შემთხვევაში Sidekick შეწყვეტს შესაბამისი ანგარიშიდან ახალი მონაცემების მიღებას. ინტეგრაციის გათიშვამდე მიღებული მონაცემების გარკვეული ნაწილი შეიძლება შენახულ იქნეს იმ შემთხვევაში და იმ ვადით, რამდენადაც ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების წაშლა Sidekick-ის მიერ გამოქვეყნებული Data Deletion Instructions-ის შესაბამისად.

წაშლის მოთხოვნის მიღების შემდეგ შესაბამისი მონაცემები წაიშლება ან ანონიმიზდება Sidekick-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესებისა და ვადების შესაბამისად, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შემდგომი შენახვაც აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ან სამართლებრივი მოთხოვნის დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად.

12. ინტელექტუალური საკუთრება

Sidekick-ის პროგრამული უზრუნველყოფა, პლატფორმა, პროგრამული კოდი, დიზაინი, ინტერფეისი, ლოგო, სავაჭრო ნიშნები, ბრენდინგი, ტექსტები, გრაფიკული ელემენტები, ტექნოლოგიური გადაწყვეტები და პლატფორმის სხვა ელემენტები, გარდა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ან ატვირთული კონტენტისა და მესამე პირების კუთვნილი მასალებისა, წარმოადგენს Sidekick-ის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.

Sidekick-ის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მომხმარებელს ენიჭება შეზღუდული, არაექსკლუზიური, არაგადაცემადი და გაუქვემდებარებელი გამოყენების უფლება, გამოიყენოს პლატფორმა მხოლოდ მისი დანიშნულების, წინამდებარე პირობებისა და მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურების ფარგლებში.

აღნიშნული უფლება არ გულისხმობს Sidekick-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, საკუთრების უფლების ან სხვა შესაბამისი უფლებების მომხმარებლისთვის გადაცემას.

Sidekick-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მომხმარებელს ეკრძალება პლატფორმის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაყიდვა, ლიცენზირება, მოდიფიცირება ან სხვა ფორმით კომერციული გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მოქმედება პირდაპირ ნებადართულია Sidekick-ის მიერ ან მოქმედი კანონმდებლობით.

მომხმარებელი ინარჩუნებს საკუთრებისა და სხვა შესაბამის უფლებებს იმ კონტენტზე, მონაცემებსა და მასალებზე, რომლებსაც თავად ატვირთავს, შეიყვანს ან სხვაგვარად მიაწვდის Sidekick-ს.

მომხმარებელი Sidekick-ს ანიჭებს მხოლოდ იმ მოცულობის უფლებას გამოიყენოს და დაამუშაოს ასეთი კონტენტი და მონაცემები, რამდენადაც ეს აუცილებელია მომსახურების მიწოდებისთვის, მომხმარებლის მიერ გააქტიურებული ფუნქციებისა და ინტეგრაციების მუშაობისთვის, პლატფორმის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირებისთვის და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მიზნებისთვის.

მომხმარებელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ Sidekick-ისთვის მის მიერ მიწოდებული ან პლატფორმის საშუალებით დამუშავებული კონტენტის, მონაცემებისა და მასალების გამოყენებისთვის მას გააჩნდეს შესაბამისი უფლებები, ნებართვები ან სხვა სამართლებრივი საფუძველი.

13. მომსახურების შეჩერება და შეწყვეტა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს Sidekick-ის მომსახურებით სარგებლობა და, შესაბამისი ფუნქციის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, გააუქმოს საკუთარი ანგარიში ან გათიშოს პლატფორმასთან დაკავშირებული ინტეგრაციები.

Sidekick უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა მომსახურებაზე, კონკრეტულ ფუნქციაზე ან ინტეგრაციაზე, ან შესაბამის შემთხვევებში შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში, თუ:

  • მომხმარებელი არსებითად ან განმეორებით არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს;
  • მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენება არღვევს მოქმედ კანონმდებლობას ან მესამე პირების უფლებებს;
  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი არაავტორიზებული წვდომის, თაღლითობის, პლატფორმის ბოროტად გამოყენების ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ;
  • მომხმარებლის მოქმედება ან ანგარიშის გამოყენება ქმნის მნიშვნელოვან რისკს Sidekick-ის, პლატფორმის, სხვა მომხმარებლების, მესამე პირების ან შესაბამისი მონაცემების უსაფრთხოებისთვის;
  • მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა აუცილებელია სამართლებრივი ან მარეგულირებელი მოთხოვნის შესასრულებლად;
  • მომსახურების გაგრძელება შეუძლებელი ან არაგონივრული ხდება Sidekick-ის კონტროლს მიღმა არსებული ტექნიკური, უსაფრთხოების ან მესამე მხარის პლატფორმასთან დაკავშირებული გარემოებების გამო.

შესაძლებლობისა და შესაბამისი გარემოებების ფარგლებში Sidekick მომხმარებელს წინასწარ აცნობებს მომსახურების ან ანგარიშის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას შეზღუდვის მიზეზის შესახებ.

Sidekick უფლებამოსილია მომსახურება ან ანგარიშზე წვდომა წინასწარი შეტყობინების გარეშე შეზღუდოს ან შეწყვიტოს, თუ დაუყოვნებლივი მოქმედება გონივრულად აუცილებელია უსაფრთხოების რისკის, შესაძლო თაღლითობის, უკანონო საქმიანობის, მონაცემთა დაცვის ინციდენტის ან სხვა მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, ან თუ წინასწარი შეტყობინება აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით.

თუ შეზღუდვის საფუძველი აღმოიფხვრება და ანგარიშის ან მომსახურების აღდგენა გონივრულად შესაძლებელია, Sidekick-მა შეიძლება აღადგინოს მომხმარებლის შესაბამისი წვდომა.

მომსახურების ან ანგარიშის შეწყვეტა არ აუქმებს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე უნდა გაგრძელდეს შეწყვეტის შემდეგაც.

ანგარიშის გაუქმების ან მომსახურების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური მონაცემების შემდგომი შენახვა, დამუშავება და წაშლა განხორციელდება Sidekick-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის, მონაცემთა წაშლის შესაბამისი პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. მომსახურების ხელმისაწვდომობა

Sidekick ცდილობს უზრუნველყოს პლატფორმისა და მომსახურებების სტაბილური, უსაფრთხო და სათანადო ფუნქციონირება, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ მომსახურება ყოველთვის იქნება უწყვეტი, უშეცდომო, სრულად ხელმისაწვდომი ან თავისუფალი ტექნიკური შეფერხებებისგან.

მომსახურების სრული ან ნაწილობრივი დროებითი შეფერხება, შეზღუდვა ან მიუწვდომლობა შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის:

  • დაგეგმილი ან გადაუდებელი ტექნიკური მომსახურებით, განახლებით ან სისტემური ცვლილებებით;
  • ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზებით;
  • უსაფრთხოების ინციდენტებით ან უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული აუცილებელი ღონისძიებებით;
  • ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შეფერხებებით;
  • ჰოსტინგის, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ან სხვა ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლების შეფერხებებით;
  • მესამე მხარის პლატფორმების, API-ების ან ინტეგრაციების შეფერხებით, ცვლილებით, შეზღუდვით ან მიუწვდომლობით;
  • Sidekick-ის გონივრული კონტროლის მიღმა არსებული სხვა გარემოებებით.

Sidekick-ის ზოგიერთი ფუნქცია დამოკიდებულია მესამე მხარის პლატფორმებსა და მომსახურებებზე. შესაბამისი მესამე მხარის მიერ API-ის, ფუნქციონალის, წვდომის წესების, ნებართვების, ტექნიკური მოთხოვნების ან მომსახურების პირობების ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს Sidekick-ის კონკრეტული ფუნქციის ან ინტეგრაციის ხელმისაწვდომობასა და მუშაობაზე.

Sidekick მიიღებს გონივრულ ზომებს მის კონტროლს დაქვემდებარებული ტექნიკური შეფერხებების აღმოსაფხვრელად და მომსახურების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.

დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ან მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში Sidekick, შესაძლებლობისა და შესაბამისი გარემოებების ფარგლებში, შეეცდება მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

Sidekick უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს კონკრეტული ფუნქცია, ინტეგრაცია ან მომსახურების ნაწილი, თუ ეს გონივრულად აუცილებელია ტექნიკური მომსახურების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების ან პლატფორმის სტაბილურობის დაცვის მიზნით.

15. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებ ფარგლებში Sidekick არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, დანაკარგზე ან სხვა უარყოფით შედეგზე, რომელიც გამოწვეულია ან დაკავშირებულია:

  • მომხმარებლის მიერ Sidekick-ის მომსახურების არასწორ, უკანონო, არაავტორიზებულ ან წინამდებარე წესებისა და პირობების საწინააღმდეგო გამოყენებასთან;
  • მომხმარებლის მიერ პლატფორმაში შეტანილ, ატვირთულ, დაკავშირებულ ან სხვაგვარად მოწოდებულ არასწორ, არასრულ ან უკანონო ინფორმაციასთან, მონაცემებთან ან კონტენტთან;
  • მომხმარებლის მიერ საკუთარი ანგარიშის, ავტორიზაციის მონაცემების ან პლატფორმაზე წვდომის სათანადოდ დაუცველობასთან;
  • მესამე მხარის პლატფორმების, API-ების, ინტეგრაციების, ჰოსტინგის, საკომუნიკაციო ან სხვა გარე მომსახურებების შეფერხებასთან, მიუწვდომლობასთან, ცვლილებასთან, შეზღუდვასთან ან შეწყვეტასთან, როდესაც აღნიშნული გარემოებები Sidekick-ის გონივრულ კონტროლს მიღმაა;
  • მესამე მხარის მიერ საკუთარი წესების, API-ების, ნებართვების, ფუნქციონალის ან ტექნიკური მოთხოვნების ცვლილებასთან;
  • მომხმარებლის მიერ AI-ის ან ავტომატიზებული სისტემის მიერ გენერირებულ პასუხზე, რეკომენდაციაზე, კლასიფიკაციაზე ან სხვა შედეგზე სათანადო გადამოწმების გარეშე დაყრდნობასთან, როდესაც ასეთი გადამოწმება გონივრულად საჭირო იყო.

Sidekick-ის AI-ზე დაფუძნებული და ავტომატიზებული ფუნქციები წარმოადგენს პლატფორმის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მათ მიერ გენერირებული შედეგები შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს, უზუსტობებს ან არასრულ ინფორმაციას. მომხმარებელი პასუხისმგებელია ასეთი შედეგების შეფასებასა და, შესაბამის შემთხვევებში, გადამოწმებაზე მათ გამოყენებამდე, მესამე პირისთვის მიწოდებამდე ან მათ საფუძველზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე.

Sidekick არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის პლატფორმების, მომსახურებების ან ინფრასტრუქტურის მოქმედებებზე ან უმოქმედობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა და იმ ფარგლებისა, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობა Sidekick-ს ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებ ფარგლებში Sidekick არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ ან თანმდევ ზიანზე, მათ შორის მოგების, შემოსავლის, ბიზნეს შესაძლებლობის ან მონაცემების დაკარგვაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან გამორიცხვა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

წინამდებარე წესებისა და პირობების არცერთი დებულება არ გამორიცხავს ან ზღუდავს Sidekick-ის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში ან იმ ფარგლებში, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

15. წესებისა და პირობების ცვლილება

Sidekick უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, მათ შორის მომსახურებების, პლატფორმის ფუნქციონალის, ტექნოლოგიების, ბიზნეს-პროცესების, მესამე მხარის ინტეგრაციების ან მოქმედი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების ცვლილებების გათვალისწინებით.

განახლებული წესები და პირობები გამოქვეყნდება Sidekick-ის ვებგვერდზე და მათზე მიეთითება ბოლო განახლების თარიღი.

თუ ცვლილება არსებით გავლენას ახდენს მომხმარებლის უფლებებზე ან ვალდებულებებზე, Sidekick მიიღებს გონივრულ ზომებს მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებისთვის, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, პლატფორმის საშუალებით ან მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.

არსებითი ცვლილებების შესახებ შეტყობინებაში, შესაძლებლობისა და შესაბამისი გარემოებების ფარგლებში, შეიძლება მიეთითოს ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი.

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, განახლებული წესები და პირობები ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე.

თუ კონკრეტული ცვლილებისთვის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს მომხმარებლის თანხმობას ან სხვა დამატებითი მოქმედების განხორციელებას, Sidekick უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის შესრულებას ცვლილების მომხმარებლის მიმართ გამოყენებამდე.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Sidekick-ის მომსახურებით სარგებლობა, თუ იგი არ ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს, შესაბამისი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით.

16. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები, აგრეთვე Sidekick-სა და მომხმარებელს შორის მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე წესებთან და პირობებთან, Sidekick-ის მომსახურებებთან ან მხარეთა შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის, უთანხმოების ან მოთხოვნის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან საკითხი თავდაპირველად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით მოაგვარონ.

მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამის სასამართლოში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განსჯადობისა და პროცედურების შესაბამისად.

წინამდებარე წესებისა და პირობების არცერთი დებულება არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომელთა შეზღუდვა ან გამორიცხვა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.

17. საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე წესებსა და პირობებთან, Sidekick-ის მომსახურებასთან, მომხმარებლის ანგარიშთან ან პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების, მოთხოვნების ან სხვა საკითხების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

შპს „საიდქიქ ეიაი“

ელფოსტა: info@sidekick.ge ვებგვერდი: sidekick.ge

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან, ანგარიშის ან პერსონალური მონაცემების წაშლასთან და მონაცემთა დაცვის სხვა საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების გაგზავნა ასევე შესაძლებელია ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

Sidekick შესაბამის კითხვებსა და მოთხოვნებს განიხილავს და მათზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე წესებისა და პირობებისა და Sidekick-ის შესაბამისი პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად.